რაჭა

რაჭასაქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. ჩრდილოეთით რაჭას ესაზღვრება ოსეთი, ჩრდილო-დასავლეთით – ქვემო სვანეთი, სამხრეთით – იმერეთი, აღმოსავლეთით – შიდა ქართლი, დასავლეთით – ლეჩხუმი. ისტორიულ-გეოგრაფიულად რაჭა სამ კუთხედ იყოფოდა: მთის რაჭა, ზემო რაჭა და ქვემო რაჭა. ამჟამად რაჭა მოიცავს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას.

ადრეულ პერიოდში რაჭა თაკვერთან ერთად ქმნიდა თაკვერის საერისთავოს, რომელიც ეგრისის სამეფოში შედიოდა. შემდეგ ლეჩხუმთან ერთად რაჭა-ლეჩხუმის საერისთავოში გაერთიანდა. X საუკუნის ბოლოს შეიქმნა რაჭის საერისთავო, რომლის პირველი ერისთავი რატი ბაღვაში იყო. მისი ძის, კახაბერის ძის სახელიდან მოდის რაჭის ერისთავების – კახაბერისძეთა გვარსახელი. XIII საუკუნის 80-იან წლებში დავით ნარინმა გააუქმა საერისთავო და ეს ტერიტორია სამეფო მამულებად გამოაცხადა. შემდგომში საერისთავოს აღდგენის შემდეგ ერისთავის ტიტულს ჭარელიძეთა, უფრო მოგვიანებით კი ჩხეტიძეთა საგვარეულო ატარებდა. იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ, რაჭის ტერიტორია ქმნიდა ჯერ ოკრუგს, შემდეგ – მაზრას.

რაჭა
რიონის ხეობა

რიონის ხეობა

Historical Racha in modern international borders of Georgia.svg
კუთხის ცენტრი ონი
ქვეყანა საქართველო
რეგიონი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი 2
ფართობი 2 893 კმ²