حجوزات فنادق بجميع مستوياتها

شقق سكنية وفندقية

إيجار سيارات خاصة

مرشديين سياحيين

تأمين سفر متكامل

إستثمار عقارى
خدمات رجال الأعمال
إدارة الأعمال

نقدم خدماتنا بشكل فعال من أول الوصول

نقدم شرائح اتصال هاتفية و إنترنت لكل فرد

نقدم تأمين سفر متكامل طوال فترة الرحلة

نقدم سائقين على أعلى مستوى من الخبرة

نعمل على تقديم خدمات بكفاءة عالية

خدمة متميزة
أسعار تنافسية
رحلات يومياً

باكجات خاصة للعائلات

فيلل سكنية إيجار وبيع

سيارات خاصة وعائلية

خدمة ما بعد البيع

إقامات متميزة

التميز
الدقة بالمواعيد
خدمات متكاملة
خيارات الصفحة الرئيسية لشركتنا

მთიულეთი - Georgian Capital

მთიულეთისაქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. მოიცავს მდინარეთეთრი არაგვის ხეობას და მის გვერდით ხევებს – ამირთხევს, ხარხელთხევს, ჩოხელთხევს, ხადისხევს და სხვა. მისი უკიდურესი სამხრეთი საზღვარი იყო მთიულთკარი, ჩრდილოეთით – თრუსოს ხევი და საკუთრივ ხევი, აღმოსავლეთით – გუდამაყარი, დასავლეთით – ლომისის ქედი.

თავდაპირველად მთიულეთი ეწოდებოდა ცხავატის თემს, XIII საუკუნიდან ხადა-ცხავატს, ხალხური გამოთქმა ასეთია მთიულეთზე: «თავს ხადა ბოლოს ცხავატი», მთიულეთშივე შედიოდა ხანდო. ასევე ცნობილია რომ ადრე მთიულეთი ოთხ ძირითად თემად იყოფოდა: ცხავატი, მრევლი, გარეშემო და ხადა. ხშირად მთიულეთად იგულისხმებოდა აგრეთვე გუდამაყარი, ხანდო და ჭართალიც. მთიულეთის ჩენტრად დაბა ფასანაური მიიჩნევა. გადმოცემის თანახმად, მთიულეთში ქრისტიანობა უქადაგია ქართველთა გამანათლებელ ნინოს. IX საუკუნის 50-იან წლებში არაბთა ლაშქარმა ბუღა თურქის სარდლობით ცხვატამდე მიაღწია, მაგრამ მთიულებმა მტერი უკუაქციეს. XIII საუკუნის დასაწყისში,თამარის მეფობის ხანაში, მთიულები აქტიურად მონაწილეობდნენ ცენტრალურ ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებული ფხოველებისა და დიდოელების დასამორჩილებლად მოწყობილ სტრატეგიული მდებარეობის გამო თავიდანვე სამეფო ხელისუფლების ყურადღებას იქცევდა. ადრინდელი ფეოდალურ ხანაში 90-იან წლებში მისი გამგებლები იყვნენ ქართლის ამირთამირა აბულასანი, შემდეგ – მანდატურთუხუცესი ჭიაბერი. XIV საუკუნის დასაწყისში მთიულეთი ქსნისა და არაგვისერისთავთა ბრძოლის ასპარეზი გახდა. მეფე ვახტანგ III-ის დახმარებით ქსნის ერისთავი შალვა ქვენიფნეველი დაეუფლა მთიულეთის დიდ ნაწილს – მდინარე თეთრი არაგვის მარჯვენა სანაპიროს – ღუდადან ხანდომდე. შემდეგში ამ ტერიტორიას არაგვის ერისთავები განაგებდნენ. მთიულეთი არაგვის საერისთავოში შედიოდა 1742 წლამდე, შემდგომში იგი საუფლისწულო მამული იყო. აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთთან შეერთების (1801) შემდეგ, 1804 წელს, მთიულეთში იფეთქა გლეხთა აჯანყებამ. მთიულეთში შემორჩენილია ფეოდალური ხანის მატერიალური კულტურის მრავალი ძეგლი. ადმინისტრაციულ–ტეროტორიული დაყოფის თვალსაზრისით, მთიულეთი დუშეთის რაიონის შემადგენლობაში შედის.

მთიულეთი
ხადა

ხადა

Historical Mtiuleti in modern international borders of Georgia.svg
კუთხის ცენტრი ფასანაური
ქვეყანა საქართველო
რეგიონი მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი 1
ფართობი 711 კმ²

روابط الصفحات

روابط الصفحات

تواصل معنا

© جميع الحقوق محفوظة لشركة جورجيا كابيتال