جورجيا وأهم المناطق السياحية

نبذة مختصرة عن جمهورية جورجيا – تقع جورجيا في منطقة القوقاز في أوراسيا في شرق أوروبا، وغرب آسيا، على الساحل الشرقي للبحر الأسود، ويحدها من الشمال روسيا وجمهورية الشيشان، ومن الغرب البحر الأسود، ومن الجنوب تركيا و أرمينيا، وكانت تابعة للإتحاد السوفيتي، وانفصلت عنه في عام 1991م، عاصمتها تبليسي، ونظام الحكم فيها يلزم الحكومة بالخضوع لسلطة الرئيس الذي يتولى منصبه لمدة خمس سنوات قابلة للتجديد، وتضم العديد من الأعراق المختلفة؛ كالأرمن، والآذر، والأكراد، والروس، وتشارك جورجيا في عضوية العديد من المنظمات؛ كالأمم المتحدة، ومنظمة التجارة العالمية، ومنظمة الأمن والتعاون الأوروبي . – تعتبر الديانة المسيحية الأرثوذكسية هي الديانة الرسمية للبلاد . يتكلم غالبية سكان جورجيا اللغة الجورجية، والتي تعتبر اللغة الرسمية للبلاد، بالإضافة إلى اللّغة الروسية، والأزدية، واللغات الأبخازية، والآرمنية،

Read more

شروط الحصول على فيزا جورجيا‎

من شروط استخراج فيزا جورجيا أو تأشيرة الدخول لجورجيا و وفقاً للموقع الإلكترونى الخاص بوزارة الشئون الخارجية فى جورجيا التى أعلنت عن انطلاقة البوابة الإلكترونية لإستخراج فيزا جورجيا الإلكترونية التى  تسمح للزوار بالحصول على تأشيرة دخول لجورجيا قصيرة الأجل بأقل جهد . مع هذا التطور فى استخراج فيزا جورجيا الإلكترونية لدى المسافرالأجنبي إمكانية الحصول على تأشيرة قصيرة الأجل دون الحاجة إلى زيارة السفارة الجورجية أو المكتب القنصلي، وذلك بإتباع ثلاث خطوات بسيطة ألا وهى :أولاً ملىء البيانات المطلوبة على الموقع الإلكتروني،ثانياً الدفع عبر الانترنت، وثالثاً طبع الفيزا الإلكترونية . بالنسبة للسعودية ودول مجلس التعاون فهي لاتحتاج التقديم على فيزا جورجيا كذلك اي شخص مقيم ويحمل اقامة في اي دولة من دول مجلس التعاون لايحتاج فيزا  ولكن هناك بعض الدول العربية التي تطلب منهم التقديم على فيزا

Read more

ქართული სამზარეულო

ქართული სამზარეულო — კულინარიის სტილი, რომელიც საქართველოდან მომდინარეობს და ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. საგრძნობი განსხვავებაა ქვეყნის რეგიონულ სამზარეულოებს შორის. აღმოსავლეთ საქართველოში ხორცის, ღვინის, პურეულისა და ცხოველური ცხიმების სიჭარბე შეინიშნება, დასავლეთ საქართველოს სამზარეულო კი ნიგვზითა და წიწაკით შეზავებული საწებლების, მხალეულის და რძის პროდუქტების კერძებით გამოირჩევა. საქართველო ღვინის სამშობლოა, აქ ვაზი თითქმის ყველგან ხარობს, ქართულ ღვინოს ქვევრში აყენებენ. აფხაზეთი მეგრულის მსგავსად აფხაზური სამზარეულოც მდიდარია ნაირგვარი საწებლით, ნიგვზითა და წიწაკით შეზავებული კერძებით. აფხაზეთში ყოველდღიური საჭმელია აბისტა – სიმინდის ფქვილის ფაფა, რომელსაც ლობიოსთან, ყველთან და ხორცთან ერთად მიირთმევენ. აფხაზური ტრადიციული კერძებია: აშვჩაპანი(გადაზელილი ყველი), არიცვმგელი(ნიგვზიანი მჭადი), აყრდცა(ლობიოს შეჭამანდი) და სხვა. აჭარა აჭარული სამზარეულო ყველაზე მრავალფეროვანია, იგი ფერთა მთელი პალიტრაა. აქ ერთმანეთშია შერწყმული მთის ხისტი და ზღვისპირეთის ნაზი არომატები. აჭარული სამზარეულო განიცდის თურქული კულინარიის კულტურულ ზეგავლენას.

Read more

ქართული ხალხური სამოსელი

                                                           ჩოხა (აზერ. Çuxa; ინგშ. чокхи; ლეზ. чухва; ხუნძ. чухъа; ლეზ. чухва; ყაბ.-ბალყ. чепкен; ოს. цухъхъа (диг. цохъа); ჩეჩ. чокхиб; აფხ.акәымжәы; ადიღ. фащэ; სომხ. չուխա; რუს. Черкеска; ყაბარ. цей) — მამაკაცის ძირითადი სამოსი ქართულ წყაროებში გვხვდება IX საუკუნიდან. სიტყვა ჩოხის ფონეტიკურად სხვადასხვა ფორმა დასტურდება კავკასიის, აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ცალკეულ ენებში. ჩოხას უწოდებენ როგორც მამაკაცის, ისე ქალის სხვადასხვა მოსაცმელ სამოსელს, ხშირად — საჩოხე შალის ქსოვილსაც. მეგრულად ჩოხას ერქვა ღართი, ამავე სახელით ქსოვილსაც იხსენიებდნენ.  ჩოხა კაბების სახის სამოსელს განეკუთვნება. მათი საერთო ნიშანია მკვეთრად გამოყვანილი წელი, განიერი ბოლო, მრავალკალთიანობა, ჩახსნილი წინა მხარე და ნაოჭიანი

Read more

ქართული ხალხური ცეკვები

ქართული ცეკვა — ქართულ ფოკლორულ ცეკვათა ერთობლიობა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ ეროვნულ-საბალეტო ხელოვნებას. ცეკვები    ქართული ქართული ჩვენს დრომდე მოღწეული რომანტიკული ხასიათის წყვილთა ცეკვებიდან უძველესია. ეს ცეკვა ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალად შეიძლება ჩაითვალოს, (ძველად იწოდებოდა ,,სადარბაზო’’, ,,სანადიმო’’, ,, საარშიყო’’, ,,დავლური’’, ,,ლეკური’’). ქართული ცეკვა – სადარბაზო, სატრფიალო, საარშიყო, ქალ-ვაჟთა უძველესი, რომანტიკული შინაარსის წყვილური ცეკვაა. ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალი ჩაისახა თეატრალიზებული სინთეზური სანახაობის – სახიობის წიაღში (XI-XII სს). თავდაპირველად სრულდებოდა გაცეკვებული დიალოგის სახით. ცეკვა ხუთ ნაწილიანია, ზოგჯერ სრულდება ოთხ ნაწილად. შესრულების აუცილებელი პირობაა – ქალთათვის – სამდაკვრით სვლაზე აგებული გედისებური სინარნარე, ვაჟთათვის – მრავალნაირი გასმები ტანის შეურყევლად. მუსიკალური ზომაა 6/8. ცეკვა ქართულის კლასიკური ნიმუში გვხვდება ზაქარია ფალიაშვილის ოპერებში ,,აბესალომ და ეთერი’’ და ,,დაისი’’, დიმიტრი არაყიშვილის ,,თქმულება შოთა რუსთაველზე’’, მელიტონ ბალანჩივაძის ,,დარეჯან ცბიერი’’

Read more

ქართული ხალხური მუსიკა

ქართული ხალხური მუსიკა სათავეს უძველეს დროში იღებს. იგი თავიდანვე დაკავშირებული იყო ჩვენს წინაპართა ყოფასთან. მასში, როგორც სარკეში, არეკლილია ქართველი ერის უმდიდრესი ისტორია, სულიერი მისწრაფებანი, ზნეობრივი სისპეტაკე, კაცთმოყვარეობა, პატრიოტული და გმირული შემართება. ხალხური მუსიკა ოდითგანვე ერის სულიერ საზრდოს წარმოადგენდა და ქართველი კაცის ყოველ სამეურნეო თუ ყოფით საქმიანობას უკავშირდებოდა. მღეროდნენ ომის, შრომის, ავადმყოფობის, მხიარულების, მწუხარების დროს. სიმღერა სწორედ ის ძალა იყო, რომელიც გაჭირვებაში მხნეობასა და სიმტკიცეს მატებდა. ამიტომაც უფრთხილდებოდა ქართველი კაცი თავის მრავალსაუკუნოვან მუსიკალურ ენას. უძველესი ცნობები ქართული ხალხური მუსიკის შესახებ არქეოლოგიურ მასალებსა და ძველბერძნულ წყაროებში მოიპოვება. აღმოჩენილია სხვადასხვაგვარი საკრავი, რომლებიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე დაუმზადებიათ: სალამურები, ჩანგი, ლირა უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ ხალხურ სიმღერებს უხსოვარი დროიდან მრავალხმიანობა ახასიათებდათ. მრავალხმიანობა, ანუ პოლიფონიურობა, კი უნიკალურ მოვლენად ითვლება და მსოფლიოს ხალხთა შორის ერთეულები თუ

Read more

მთიულეთი

მთიულეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. მოიცავს მდინარეთეთრი არაგვის ხეობას და მის გვერდით ხევებს – ამირთხევს, ხარხელთხევს, ჩოხელთხევს, ხადისხევს და სხვა. მისი უკიდურესი სამხრეთი საზღვარი იყო მთიულთკარი, ჩრდილოეთით – თრუსოს ხევი და საკუთრივ ხევი, აღმოსავლეთით – გუდამაყარი, დასავლეთით – ლომისის ქედი. თავდაპირველად მთიულეთი ეწოდებოდა ცხავატის თემს, XIII საუკუნიდან ხადა-ცხავატს, ხალხური გამოთქმა ასეთია მთიულეთზე: «თავს ხადა ბოლოს ცხავატი», მთიულეთშივე შედიოდა ხანდო. ასევე ცნობილია რომ ადრე მთიულეთი ოთხ ძირითად თემად იყოფოდა: ცხავატი, მრევლი, გარეშემო და ხადა. ხშირად მთიულეთად იგულისხმებოდა აგრეთვე გუდამაყარი, ხანდო და ჭართალიც. მთიულეთის ჩენტრად დაბა ფასანაური მიიჩნევა. გადმოცემის თანახმად, მთიულეთში ქრისტიანობა უქადაგია ქართველთა გამანათლებელ ნინოს. IX საუკუნის 50-იან წლებში არაბთა ლაშქარმა ბუღა თურქის სარდლობით ცხვატამდე მიაღწია, მაგრამ მთიულებმა მტერი უკუაქციეს. XIII საუკუნის დასაწყისში,თამარის მეფობის ხანაში, მთიულები აქტიურად მონაწილეობდნენ

Read more

ხევსურეთი

ხევსურეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე, ჩრდილოეთის განედის 42°25′-42°27′ და აღმოსავლეთი გრძედის 44°48′-45°18′ (ფეროს მერიდიანიდან — 62°28′-62°55′) შუა. მას უჭირავს დაახლოებით 1050 კვ. კმ. ფართობი. კავკასიონის ქედი ხევსურეთს ყოფს ორ ნაწილად: ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარე, ანუ პირიქითა ხევსურეთი და სამხრეთ-დასავლეთის მხარე, ანუ პირაქეთა ხევსურეთი. პირიქითა ხევსურეთი შედგება: მიღმახევის, შატილის და არხოტის ხეობებისაგან, პირაქეთი — არაგვის ხეობისაგან. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ხევსურეთის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში და ორ თემადაა გაყოფილი: ხევსურეთის (ცენტრი — ბარისახო) და შატილის (ცენტრი — შატილი). აღმოსავლეთიდან ხევსურეთს ესაზღვრება ჩეჩნეთი და თუშეთი, სამხრეთით — ფშავი, დასავლეთით — ხევი და მთიულეთ-გუდამაყარი, ჩრდილოეთით კი — ინგუშეთი. ქისტეთ ჩეჩნეთისაგან ხევსურეთს ჰყოფს მითხოსა და მაისტის მაღალი მთები, რომლებიც მიემართებიან ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ, ბისნის

Read more

სვანეთი

სვანეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. ისტორიულ სვანეთში შედიოდა აგრეთვე ე. წ. აფხაზეთის სვანეთი (მდინარე კოდორის ზედა ნაწილი), სამეგრელოს, ზემო რაჭისა და ლეჩხუმის მოსაზღვრე რეგიონები. გეოგრაფია მდინარე ენგური მდინარე რიონი მდინარე წყნეთისწყალი მდინარე რიონი თბილისი სვანეთის დაყოფა = ზემო სვანეთი = ქვემო სვანეთი = სვანებით დასახლებული კოდორის ხეობა 3 000–5 000 მეტრი სიმაღლის კავკასიონის მთებით შემოსაზღვრული სვანეთი კავკასიაში ყველაზე მაღლა დასახლებულ რეგიონად ითვლება. კავკასიის 10 უმაღლესი მწვერვალი სვანეთში მდებარეობს. მათ შორისაა საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა (5 201 მ), თეთნულდი (4 974 მ), შოთა რუსთაველი (4 960 მ), უშბა (4 710 მ), აილამა (4 525 მ), ლალვერი, ლაცგა და სხვა. ადრინდელ საუკუნეებში სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო, შემდეგ ეგრისის სამეფოსი.

Read more