დაჯავშნა : თბილისი-მცხეთა






თბილისი-მცხეთა

ტურის დეტალური ინფორმაცია

ძველი თბილისი

ძველი თბილისიქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილი, დაახლოებით მოიცავს იმ უბნებსა და დასახლებებს, რასაც 1936 წლამდე „ტფილისი“ ეწოდებოდა. ძველი თბილისი მოიცავს შემდეგ უბნებს: აბანოთუბანიხარფუხი (ანუ ტფილისი, შემდგომ სეიდაბადი), კალა, ისანავლაბარი, სოლოლაკი, მთაწმინდა, ვერე, ორთაჭალა, ჩუღურეთი, დიდუბე, ნაძალადევი. ძველ თბილისშია თავმოყრილი თბილისის ღირსშესანიშნაობების უმეტესობა და შესაბამისად, ტურისტული მიზიდულობის მთავარი ცენტრია. ძველი თბილისი 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლობის კანდიდატია.

მცხეთა

მცხეთაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. მოსახლეობა 7,7 ათასი (2002 წ.). აქ არის რკინიგზის სადგური, კვების და მსუბუქი მრეწველობის საწარმოები, ზემო ავჭალის ჰესი. ქალაქში კულტურისა (უმაღლესი სასწავლებლები, თეატრი, მუზეუმი) და არქიტექტურის მრავალი ძეგლია.

რატომ აირჩიეთ მიმდინარე პაკეტი!

  • ისტორიული ძეგლები
  • სასიამოვნო გარემო
  • ლამაზი ბუნება
ფოტო

1 დღიანი,ძველი თბილისი-მცხხეთა

ჩვენი კომპანია გაძლევთ შანსს ერთ დღეში მოინახულოთ ისტორიული ადგილები ძველ თბილისა და მცხეთაში. იჩქარეთ!!!
ფოტო

თბილისი- მეტეხის მონასტერი

მეტეხი — ისტორიული უბანი მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე კლდოვან შემაღლებაზე ავლაბარში, თბილისი. ეს ყველაზე ადრეული დასახლება იყო ქალაქის ტერიტორიაზე. ტრადიციული რწმენით მეფე ვახტანგ I გორგასალმა აქ ეკლესია და ციხესიმაგრე აღმართა, რომელიც ასევე მეფის რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა. აქედან მომდინარეობს სახელი მეტეხი, რომელიც ძველქართულად "არემარეს სასახლის ირგვლივ" ნიშნავს[საჭიროებს წყაროს მითითებას]. ამ ადგილზე, V საუკუნეში წმ. შუშანიკ წამებული დაკრძალეს.
ფოტო

აბანოთუბანი

აბანოთუბანი, აბანოების უბანი — საქართველოს დედაქალაქ თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი, მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. სახელწოდება უკავშირდება ძველთაგანვე ცნობილ ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებულ აბანოებს.
ფოტო

ბოტანიკური ბაღი

თბილისის ბოტანიკური ბაღი, ყოფილი სამეფო ბაღი, ოფიციალურად: საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი — ისტორიული ბაღი თბილისში, სოლოლაკის ქედის სამხრეთით, მდინარე წავკისისწყლის (ლეღვთახევის) ხეობაში. რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ ბაღი სახელმწიფო საკუთრება გახდა. 1845 წელს მას ბოტანიკური ბაღი ეწოდა.
ფოტო

ნარიყალა

ნარიყალა (ნარინ კალა) — უძველესი დროის ციხესიმაგრე, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. ნარიყალა (სპარს. ნარინყალა — ციტადელი, შიდაციხე), თბილისის ციხის — კალას გვიანდელი სახელწოდებაა. წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1772 წელს გერმანელი მოგზაურ იოჰან გიულდენშტესტთან. ციხესიმაგრე გალავნის ორი სექციისგან შედგება, რომელიც ციცაბო ამაღლებაზე მდებარეობს გოგირდის აბანოებსა და ბოტანიკურ ბაღს შორის. ნარიყალას ქვემო ეზოში ახლად აღდგენილი წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია და მცირე კაფე მდებარეობს.
ფოტო

მთაწმინდის პარკი

“მთაწმინდის პარკი” გართობისა და დასვენებისათვის საუკეთესო ადგილია. ზღაპრული გარემო, სუფთა ჰაერი, უნიკალური ლანდშაფტი, ულამაზესი ხედები და თანამედროვე ატრაქციონები თქვენ საშუალებას მოგცემთ განიტვირთოთ, დაისვენოთ და გაერთოთ თქვენს ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად. მთაწმინდის პარკი 770 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და თბილისის ყველაზე მაღალი წერტილია. მისი ისტორია 100 წელს აჭარბებს და და გაშლილია 100 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე. პარკი დაყოფილია სამ -ექსტრემალურ, საბავშვო და საოჯახო ზონად. ატრაქციონების გარდა პარკში განლაგებულია რესტორნები და კაფეები,მაღაზიები,სარელაქსაციო ზონები,სადღესასწაულო ცენტრი და ქორწინების სახლი. პარკთან დაკავშირება ხდება როგორც სამანქანე გზით (თბილისი-ოქროყანას მიმართულება) ასევე ფუნიკულიორით, რომელიც 1905 წელს აიგო და თავის მხრივ წარმოადგენს ქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ ღირშესანიშნეობას.
ფოტო

მცხეთა-სვეტიცხოველი

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი — XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთ-ერთი ოთხ დიდ კათედრალთაგან (ოშკი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი). მდებარეობს თბილისიდან 20 კმ. დაშორებით, ქ. მცხეთაში. სვეტიცხოველში დაკრძალულია უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი.
ფოტო

ჯვრის მონასტერი

ჯვრის მონასტერი, ჯაჭვის საყდარი — VI საუკუნის ტაძარი და მონასტერი, მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე. შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

დამატებითი ინფორმაცია

  • ხანგრძლივობა : 1 დღე
  • პირი : 1 ადამიანი
  • ფასი : $20
  • მდებარეობა : თბილისი - მცხეთა, საქართველო

დახმარება!

დეტალური ინფოტმაციისთვის დაგვიკავშირდით:

+995 558 20 50 50

info@georgiancapital.net

რეკომენდირებული ტურის პაკეტები

Contact Information

Samgebro Street 6

+995 558 20 50 50

info@georgiancapital.net

about company

Our company is one of the leading tourism companies in Georgia have proved in the past years a success to provide the finest level of tourist services. We also offer Businessmen services and help to creating investment Opportunities.
  • Email: info@georgiancapital.net
  • Phone: +995 558 20 50 50