საქართველო – გამორჩეული ისტორიისა და კულტურის ქვეყანაა. მისი განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობა ადასტურებს მის კულტურულ თვითმყოფადობას, რაც გამოარჩევს მას სხვა ქვეყნებისგან. ერთის მხრივ ის არის ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე და ამავდროულად საქართელოს უკავია ცენტრალური ადგილი კავკასიაში შავი და კასპიის ზღვებს შორის, სადაც ის ყოველთვის მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა.

საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადასტურდა რომ პირველი ჰომინიდი ევროპაში 1.8 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ითვლება რომ ისინი იყვნენ პირველი ევროპელები და საქართველო არის ქვეყანა საიდანაც ჰომინიდები გავრცელდნენ ევროპის სხვადასხვა ტერიტორიაზე.

შულავერის ( 6000 – 4000 ჩვ.წ.ა ) უნიკალური კულტურის შესწავლამ აჩვენა რომ საქართველომ მსოფლიოში პირველმა დაიწყო ვენახის გაშენება და ღვინის კეთება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველო ითვლება მეღვინეობის აკვნად. საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდება ათეულობით სხვადასხვა ყურძნის სახეობა, და ის საკმაოდ პოპულარულია მსოფლიოში.

განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველო ანტიკური დროიდან მოგზაურების და ვაჭრების ყურადღების ცენტრშია. მათ შორის იყვნენ არგონავტები, ბერძენი მეზღვაურები, ისტორია მოგზაურობის შესახებ რომელმაც ჩვენამდე ბერძნული მითების სახით მოაღწია. საქართველოში არგონავტების ექსპედიციის მიზანი ასოცირდებოდა ოქროს საწმისის მოპოვებასთან. ლეგენდის თანახმად, კავკასიის ფერდობებზე ოქროს მოპოვება ხდებოდა ცხვრის ტყავის მეშვეობით. არსებული ოქროს მოპოვების მეთოდი ჯერ კიდევ შემორჩენილია საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში – სვანეთის რეგიონში.

თავდაპირველად რომმა და შემდგომში მისი მარჯვენა მემკვიდრე ბიზაინტიის იმპერიამ, ამავდროულად აღმოსავლეთით ირანმა და ისლამურმა ხალიფატმა იქონია დიდი გავლენა საქართველოს კულტურულ ღირებულებებზე. საქართველოში შეიქმნა უნიკალური ანბანი რომლიც ერთ-ერთია 14 ენაში და ცნობილია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამავდროულად ქართულმა არქიტექტურამ მიაღწია უპრეცედენტო მწვერვალებს, რომელიც ძირითადად გამოიხატებოდა ეკლესიებისა და მონასტრების მრავალფეროვნებით, რომელთა უმეტესობაც დღემდე დგას საქართველოში. ქართულ მართლმადიდებლურ ეკლეესიასთან ერთად წარმოდგენილია გრიგორიანული და კათოლიკური ეკლესიები, ისევე როგორც იუდეველთა სინაგოგები და მუსლიმანთა მინარეთები.

საქართველოს რამდენიმე ქალაქში შესაძლოა შეგხვდეთ 100 მეტრზე ნაკლებ მანძილზე დაშორებული სხვადასხვა რელიგიური კონფესიების ეკლესიები, რომლებიც ისტორიულად დაკავშირებულია საქართველოს კულტურასთან და ხაზს უსვამს საქართველოს ტოლერანტულ დამოკიდებულებას სხვადასხვა რელიგიების მიმართ.

საქართველოს აღმშენებლობის მწვერვალი გახლავთ თამარ მეფისა და დავით IV აღმაშენებლის მეფობის წლები როდესაც საქართველოს ხელოვნებამ, არქიტექტურამ და ლიტერატურამ მიაღწია უმაღლეს აღიარებას. საქართველოს ისტორიაში XII – საუკუნე აღიარებულია როგორც ოქროს ხანა.

1801 დან 1991 წლამდე რუსეთის იმპერიის ( შემდგომში საბჭოთა კავშირი ) მიერ საქართველოს დაპყრობის მიუხედავად, ქვეყანამ შეინარჩუნა მისი ტრადიციები და თავი დაიცვა გადაშენებისგან.

1991 წელს საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა ( პირველად ეს მოხდა 1918 წელს მხოლოდ 3 წლით ), და 2003 წელს ვარდების რევოლუციის შემდეგ ის დაადგა ეკონომიკური განვითარების გზას. ქვეყანაში დაწყო აღმშენებლობა და ევროპული ტრადიციების ჩამოყალიბება, რამაც ტურიზმის აღორძინება გამოიწვია საქართელოში.

მრავალფეროვანი ტრადიცია და რეგიონალური განსხვავებულობა კიდევ უფრო საინტერესოს ხდის საქართველოს მდიდარ კულტურას. საქართველოს რეგიონები ერთმანეთისგან ცხოვრებითა და ტრადიციებით განსხვავდება, მაგრამ ამავდროულად ისინი ავსებენ ერთმანეთს და ერთობლიობაში ქმნიან მრავალსახოვან ქართულ კულტურას. მაგალითად : კახეთი ცნობილია ღვინის კეთების ისტორიული ტრადიციით; ქართლის რეგიონი – მრავალი უძველესი და შუასაუკუნეების ქალაქებით ( უფლისციხე, მცხეთა, თბილისი, სამშვილდე ); ჯავახეთი – უნიკალური სამკურნალო აბაზანებით და მინერალური წყლებით; აფხაზეთი და აჭარა – ზღვისპირა კურორტებით; სამეგრელო – მრავალფეროვანი სამზარეულოთი; იმერეთი – ისტორიული მონუმენტებით; სვანეთი – უნიკალური კოშკებით; რაჭა – ლეჩხუმი – დაუვიწყარი მთებით; და ა.შ

თითოეული ეს უნიკალური რეგიონი აერთიანებს და ქმნის ქართულ კულტურას მდიდარი სამზარეულოთი, უნიკალური მთებით, უძველესი ქალაქებით და ა.შ. ყველა ამ თვისებებით საუკუნეების განმავლობაში იყო აღფრთოვანებული საქართველოში ჩამოსული ვიზიტორი და დღემდე გრძელდება ეს ტრადიცია.