კახეთი

  1. კახეთი — ისტორიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში.თავდაპირველად კახოსის ტერიტორია ანუ კახეთი წარმოადგენდა ქართლის ერთ ერთ ნაწილს და მოიცავდა: მდინარე ივრის ზედა წელს (ერწოსა და თიანეთს, რომლის მარჯვენა ნაწილი იწყებოდა უჯარმის ციხიდან, ხოლო მარცხენა ლაფიანხევი/სამების ხეობიდან); ფშავის არაგვის მარცხენა სანაპიროდან ბუდე ფშავისა და არაგვის ხევსურეთის ჩათვლით; ალაზნის ხეობის ზედა წელი (თურდოსტორის ხეობებიდან კავკასიონამდე).კახეთი დღეს მოიცავს მდინარე ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარე ალაზნის აუზს. კახეთის ცალკეულ მხარეებს ეწოდებოდა გარეკახეთი (მდინარე ივრის შუა წელი), ქიზიყი (მდინარე ივრის ქვემო წელი), შიგნიკახეთი (მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო) და გაღმამხარი (მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო). უძველეს დროს კახეთი გაცილებით მცირე ტერიტორიას მოიცავდა (მდინარე ივრის ზემო წელი თიანეთსა და უჯარმას შორის). ცენტრი ჩელეთი (ჟალეთი). IV საუკუნიდან — უჯარმა.კახეთზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზები. ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობის გამო დროთა ვითარებაში თავდაპირველი კახეთის გარშემო გაერთიანდა მომიჯნავე პოლიტიკური ერთეულები. ადრინდელი ფეოდალურ ხანაში კახეთი უკვე ერწო-თიანეთისა და თუშხევსურეთის ტერიტორიასაც მოიცავდა. VIII საუკუნის ბოლოს კახეთის შემადგენლობაში შევიდა აგრეთვე კუხეთი და ჰერეთის ტერიტორიის ნაწილი (XV საუკუნიდან კი მთელი ჰერეთი). XI საუკუნიდან კახეთის პოლიტიკური ცენტრი თელავი, XV საუკუნიდან — გრემი.საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით კახეთი მოიცავს ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას და ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიულ კუთხეს – თუშეთს.

    ტრადიციები

    კახეთი მევენახეობისა და მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. აქ ვაზის 80-მდე ჯიშია გავრცელებული.

    კახეთი აგრეთვე ცნობილია ჩურჩხელით. ბამბის ძაფზე ასხმულ ნიგოზს, თხილს, ქიშმიშს ან ჩამიჩს თათარაში სამჯერ ავლებენ. ასე მზადდება აღმოსავლეთ საქართველოში ჩურჩხელა და დასავლეთ საქართველოში ჯანჯუხა. კარგი ჩურჩხელა და ჯანჯუხა გაზაფხულამდე ძლებს. საუკუნეების განმავლობაში ქართველ მოლაშქრეთა ერთ-ერთი მთავარი საკვები ჩურჩხელა იყო.

    დიპლიპიტო — დასარტყამი საკრავია. იგი შედგება ტოლი სიმაღლის (20-25სმ) და სხვადასხვა დიამეტრის თიხის ორი ქილისაგან, რომლებზეც ციკნის ტყავი ან ხარის ფაშვია გადაკრული. ნაირფრად მოხატული ქილები თასმითაა გადაბმული. დიპლიპიტოზე ხის ორი პატარა ჯოხით უკრავენ. ჟღერადობის გასაძლიერებლად ტყავს ცეცხლზე ათბობენ.

    ეკლესია-მონასტრები

    დარბაზული და გუმბათოვანი ეკლესიებია: ნეკრესის მონასტერი, ძველი შუამთა, ცხრაკარის მონასტერი, კაწრეთის სამება, ნატკორის ეკლესია, კონდოლის ნათლისმცემლის ეკლესია, ხირსის მონასტერი, ახმეტის ღვთაება, ვაზისუბნის ეკლესია, ბოდბის მონასტერი, გორის-ჯვარი, ბაიხოს სამება, ალვანის ნათლისმცემელი, ზედაზნის მონასტერი, აკურის დავით გარეჯელის ეკლესია, სანაგირეს ეკლესია, ერწოს სიონი, კარდანახის საბაწმინდა.

    ცეხე-სიმაგრეები და სასახლეები

    ციხეებია:

    1. უჯარმის ციხე
    2. თელავის ციხე
    3. კვეტერას ციხე
    4. ბოჭორმის ციხე
    5. ვეჯინის ციხე
    6. მანავის ციხე
    7. ნინოწმინდის ციხე
    8. ალავერდის ციხე
    9. ნეკრესის ციხე
    10. შილდას ციხე
    11. კისისხევის ციხე
    12. მატანის ციხე
    13. კვეტერას ციხე
    14. ვაჩნაძიანის ციხე
    15. ჭერემის ციხე
    16. ველის ციხე
    17. თიანეთის ციხე
    18. იყალთოს აკადემია

    სასახლეებია:

    1. ალვანის ცხრა-კარა
    2. ალვანის ძველი სასახლე
    3. ახმეტის ცხრაკარა
    4. ალავერდის „მაცივარი“
    5. თელავის სამეფო სასახლე